ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი – „ანტონი“ (ვიდეო)

მაყურებელი მალე იხილავს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმს  -„ანტონი“. ეროვნული კინოცენტრი ამ ფილმთან დაკავშირებით აქვეყნებს ფოტოს და ვიდეოს.
ფილმში მოქმედება ვითარდება პატარა უკრაინულ სოფელში, 1919 წლის რუსული რევოლუციის დროს და ეფუძნება დეილ აიზლერის რომანს – „ანტონი, ბიჭი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია”.
ზაზა ურუშაძე გამორჩეული რეჟისორია ქართული კინოს ისტორიაში, რომლის ფილმებმაც მაყურებლის სიყვარული, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და “ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” ნომინაციები დაიმსახურა. რეჟისორი 2019 წელს გარდაიცვალა.

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი: ზაზა ურუშაძე;
სცენარის ავტორები: დეილ აისლერი, ზაზა ურუშაძე, ვადიმ ერმალენკო;
პროდუსერები: მირზა დავითაია, ვლადიმერ ფილიპოვი, ფრენკ მეიორი, ანდრეი სუიარკო;
ოპერატორი: მიხეილ პეტრენკო;
ასოცირებული პროდუსერები: ანდრეი ოსიპოვი, დავით ლეკიშვილი, კესტუტის დრაზდაუსკატეს, დეილ აისლერი, ალექსანდრე კოვალენკო, ალა ოვსიანიკოვა;
დამდგმელი მხატვრები: ვლადიმერ ფილიპოვი, ოლგა სვიატლიცნა;
მონტაჟი: ალიკა კურანოვი;
კოსტიუმების მხატვარი: ინგა ჟიდნა;
კომპოზიტორები: პეტრიკ ქანელი, მიროსლავ სკორიკი.

როლებში: ნიკიტა შლანჩაკინრედიმანტის ადამაიტისი მიკიტა დზიადი იუზას ბუდრაიტისი
სებასტიან ანტონი ვლადიმერ ლევიტსკი ნატალია რიუმინა ტეტიანა გრაჩიკი ოლეგ სიმონენკო

ვიდეოს შექმნაზე იმუშავეს: ზამზა (შოთა იმნაძემ) და ბასა ხარაზმა.

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები