იაკობ ბრეგვაძე: სტუმრად ვიყავი და არა ფოტოგრაფად, გასართობად როცა მიდიხართ, ხომ არ აკეთებთ საქმეს

სტუმრად ვიყავი და არა ფოტოგრაფად, გასართობად როცა მიდიხართ, ხომ არ აკეთებთ საქმეს, – ასე უპასუხა გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ინგა გრიგოლიას კითხვას, თუ რატომ არ არსებობს დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები.

ბრეგვაძის თქმით, მას ფოტოები არ გადაუღია, რადგან გასართობად იყო მისული.

“კამერა ჩანთაში იდო და რანაირად უნდა გადაეღო თვითონ, მე არ ამომიღია კამერა,” – ამბობს იაკობ ბრეგვაძე.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბირთელი გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები