მარინა ეზუგბაია: გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც კოვიდინფიცირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც კოვიდინფიცირებულია.

„19 რიცხვში მოხდა მისი დიაგნოსტირება, გარდაიცვალა გუშინ. დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობამ ცხიმოვანი ემბოლია გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
გარდაცვლილის და გადაიყვანეს სტაციონარში. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის საკარანტინო სივრცეში, არც ეს არის გამონაკლისი, მათი ყველა კონტაქტი საკარანტინო სივრცეშია. ოჯახის ინფიცირებული წევრები მკურნალობენ კოვიდ-ცენტრებში. ჯამში ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ის ბინაზე მკურნალობდა და ასევე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული და უვლიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები