ვორკშოპი „თოჯინების ისტორია“ – არტოს ბაღში

26 აგვისტოს, 18:30 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება საგანმანათლებლო-შემეცნებით ვორკშოპს – „თოჯინების ისტორიას“ მართავს, რომელიც ღია ცის ქვეშ, არტოს ბაღში ჩატარდება.
ვორკშოპს მეთოჯინე ბაჩო ცანავა გაუძღვება.

„ალბათ  ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, როდის გაჩნდა პირველი სათამაშო.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან არსებობდა და ყველა ერი მას თავისებურად ქმნიდა.

მაგალითად, ეგვიპტელები მათ ხისგან ამზადებდნენ, იაპონელები – ქაღალდისაგან, გერმანელები კი – ფაიფურისაგან.

გაინტერესებთ, როგორ ამზადებდნენ ტრადიციულ დედოფალებს საქართველოში?

ვორკშოპში მონაწილეობა თავისუფალია, ასაკი – შეუზღუდავი“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი N103 – არტოს ბაღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები