კორონავირუსის გამოვლენა 40 წამში – ისრაელში ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს

ისრაელის მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ტესტი შექმნეს, რომლის სიზუსტე 96 პროცენტზე მეტია.

ახალი ტესტით გამოკვლევა უკვე 250 ადამიანს ჩაიტარდა.
ტესტირებისათვის პაციენტის ნერწყვია საჭირო. პირში მარილიან წყლის გამოვლების შემდეგ

სითხე სპეციალურ მოწყობილობაში თავსდება, რომლის დასხივების შედეგადაც ირკვევა ინფიცირებულია თუ არა პაციენტი.

ახალი ტექნოლოგია COVID-19 -ის გამოვლენის საშუალებას 30-40 წამში იძლევა. გარდა ამისა, შეიქმნა პროგრამა, რომელიც სპეციალური აღჭურვილობის გარეში ვირუსის არსებობას სახლის პირობებში 20 წუთში ახდენს.

”უახლოეს დღეებში, ჯანდაცვის სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს ბენ გურიონის აეროპორტის ახალი ლაბორატორიებით აღსაჭურვად”, – ამბობს ვლადიმერ შკლიარი, ისრაელის ტურიზმის სამინისტროს განყოფილების დირექტორი.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ისრაელის მეცნიერთა უახლესი მიღწევა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კვლავ შეუზღუდავად იმოგზაურონ და არ შეეშინდეთ ვირუსის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები