თორიას მცხოვრებლებისა და მომთაბარე მწყემსების დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს – არიან დაშავებულებიც

ნინოწმინდის სოფელ თორიას მცხოვრებლებსა და მომთაბარე მწყემსებს შორის დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს.

ადგილობრივებსა და მწყემსებს შორის კონფლიქტი საძოვრების საკითხმა გამოიწვია. ათასობით სული ცხვარი თორიელების საძოვარზე ბალახობდა, რის გამოც სოფლის მოსახლეობის თქმით, მათი პირუტყვი ზამთარში საკვების გარეშე დარჩა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, 7 მათგანი „ევექსის“ კლინიკების ნინოწმინდის ჰოსპიტალში შეიყვანეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება126-ე მუხლის 1-ლი პრიმა და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები