ბახტიარ ალიევი: აზერბაიჯანი სრულად უზრუნველყოფს როგორც საკუთარი, ისე რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას

აზერბაიჯანი სრულად უზრუნველყოფს როგორც საკუთარ, ისე რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას მილი მეჯლისში მეცნიერებისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბახტარ ალიევმა განუცხადა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 90-იან წლებში რესპუბლიკაში ელექტროენერგია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მოგვეწოდებოდა. ზოგიერთ ადგილას ელექტროენერგიის გამორთვა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემა, ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის შორსმჭვრეტული პოლიტიკის შედეგად, შეიქმნა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ქვეყნის საჭიროებები ადგილობრივი რესურსებიდან. 2003 წლიდან, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წარმატებული და ფართომასშტაბიანი სტრატეგიის შედეგად, აზერბაიჯანში ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულად იქნა უზრუნველყოფილი და ქვეყანამ ენერგიის იმპორტიორიდან ექსპორტიორად გადააქცია”, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, დღეს აზერბაიჯანს შეუძლია ენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში – რუსეთში, ირანში და საქართველოში, ასევე საქართველოს გავლით თურქეთში და იქიდან ევროპულ ბაზარზე აწარმოოს.
”ამჟამად აზერბაიჯანული ენერგეტიკული სისტემის გამომუშავების მთლიანი მოცულობა დაახლოებით 7000 მეგავატია“, – აღნიშნა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები