მარინა ეზუგბაია: დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 267 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის კი მძიმედ ფასდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 267 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის კი მძიმედ ფასდება.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 27 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკულია, ორის კი მძიმე.

„ამ მონაცემებით, დღესდღეობით, კოვიდცენტრებში სულ 267 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთი კვლავ კრიტიკულად მძიმეა, 24 კი მძიმე. ისინი მკურნალობას კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და შედარებით ნაკლებად მსუბუქი სიმძიმის არის.

ჩვენს ცენტრში ახალი ინფიცირებული არ შემოსულა და კვლავ 27 დადასტურებული შემთხვევა რჩება. გვყავს ერთი კრიტიკილად მძიმე პაციენტი, ორი კი მძიმე, რომლებიც რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილენაში მკურნალობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები