„ოცნებიდან” „ნაციონალურ მოძრაობაში”?! – კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილთან ერთად გამოჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების” ყოფილი პარტნიორი კახა ოქრიაშვილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად არის ასახული.
„პრაიმტაიმი” დეტალების გასარკვევად, ხომ არ აპირებს ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერის გასაჯაროებას თავისი დრო აქვს.
​„ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. როდესაც იქნება სწორად შერჩეული დრო, ყველაფერზე იქნება პასუხი გაცემული” – განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, 2016 წელს ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების კვოტით მოხვდა. ხოლო 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.2012 წელს ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში კვლავ ნაციონალური მოძრაობის სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, პარტია მალვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა.
2004-2008 წლებში კი – იგი ამავე მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა.
​კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა.
ცოტახნის წინ, კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს.
https://primetime.ge/otsnebidan-natsionalur-modzraobashi-kakha-oqriashvili-merabishviltan-ertad-gamochnda/?fbclid=IwAR1GXTV6xJzfAdszcxTX1yodzDp4yMWeOs-dYCtOcDH83UE7-uInDTnMvig  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები