მაწევანში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესწრებიან.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულმა ექსპერიმენტმა არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს შემოწმება და ექსპერტების დასკვნა სჭირდება. რა კითხვებიცაა მას საზოგადოებას გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით უნდა შემოვიდეს რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა შემოყვანილი იყო და ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების მეშვეობით”, – განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები