მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდკვლევა გრძელდება.
მისივე თქმით, კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 246 პაციენტი მკურნალობს.
“კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს გამოჯანმრთელებულები არ გვყავს, ისევ 1098-ია.
ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში 246 ადამიანი მკურნალობს. 5 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 მძიმეა. დანარჩენები საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
10 ახალი შემთხვევიდან – ერთის წყარო ლენჯერია, 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, სამის წყარო უცნობია და ეპიდკვლევა გრძელდება.
სამი აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 10 პაციენტის წყარო არ არის ცნობილი.
ჩვენს ცენტრში – 38 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.