“გიორგი ანწუხელიძის გმირობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ფასდაუდებელია მსხვერპლი, რომელიც მან ჩვენი სამშობლოსთვის გაიღო. გიორგი ანწუხელიძის გმირობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე. დიდება გმირებს!”- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 36 წელი შეუსრულდებოდა.