რა თანმიმდევრობით ვლინდება COVID-19- ის სიმპტომები – ამერიკელი მეცნიერების ახალი მტკიცებულებები

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაადგინეს, თუ რა თანმიმდევრობით ვლინდება COVID-19 სიმპტომები – ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი, რასაც მოჰყვება გულისრევა და დიარეა. როგორც მკვლევარებმა ჟურნალ Frontiers in Public Health- აღნიშნეს ახალი მონაცემები ხელს შეუწყობს COVID-19 შემთხვევების სხვა დაავადებებისგან განასხვავებას და დროულად გამოვლენას.

”COVID-19 უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე გრიპი, რის გამოც ხშირად აღინიშნება დაავადების კლასტერული აფეთქება,” – წერენ კვლევის ავტორები.
მათი თქმით, თუ სიმპტომების მქონე პაციენტები დროულად შემოწმდებიან და მათ კონტაქტებს გააკონტროლებენ, დაავადების ლოკალიზაცია შესაძლებელია.

„ჩვენი მიზანი იყო სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობა, რათა პაციენტებმა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებმა სწრაფად განასხვავონ COVID-19 სხვა დაავადებებისგან. ”- აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რა სიმპტომებით დაეწყოთ ჩინეთში COVID-19 55 000-ზე მეტ ინფიცირებულს. მათ ასევე გადახედეს სხვა რესპირატორული დაავადებების თითქმის 11000 შემთხვევას. შესწავლილი იქნა ასევე 20 470 შემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.
„ამან საშუალება მოგვცა ჩამოვყალიბოთ COVID-19 სიმპტომების განვითარების შემდეგი რიგი: ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი, გულისრევა და დიარეა”,- ამბობს პროფესორ პიტერ კონი, ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი.
”იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად COVID-19 მკურნალობის მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მიდგომები არსებობს, პაციენტების ადრეულმა იდენტიფიცირებამ შეიძლება შეამციროს ჰოსპიტალიზაციის დრო,” – აცხადებს კონის კოლეგა ჯოზეფ ლარსენი.

მეცნიერების თქმით, ცხელება და ხველა დამახასიათებელი სიმპტომია ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის MERS -ის და მწვავე რესპირატორული სინდრომის SARS -ის თვისაც, მაგრამ სიმპტომების დაწყების დრო, ისევე როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამოვლინება COVID-19 -ის შემთხვევაში სხვა თანმიმდევრობით ხდება.

”COVID-19– ის დროს ჯერ გულისრევა იწყება, შემდეგ დიარეა SARS– ის და MERS– ის, შემთხვევაში პირიქით ხდება,” – განმარტავენ მკვლევარები.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი მონაცემები საშუალებას მისცემს პაციენტებს დროულად მოიძიონ დახმარება ან გააცნობიერონ, რომ ისინი იზოლაციას ექვემდებარებიან. მკვლევარების შეფასებით ეს ეს საშუალებას მისცემს ექიმებს გამორიცხონ სხვა დაავადებები და ადრეული ჩარევა განახორციელონ.
მეცნიერების თქმით, შესაძლებელი გახდა იმის დადგენაც, თუ რატომ ქრება სუნის შეგრძნება,ანუ ყნოსვა COVID-19– თან ერთად. არაერთმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სიმპტომი სიგნალია დაავადების არსებობაზე და უფრო ადრეული ვიდრე, მაგალითად ცხელება და ხველა, მაგრამ ამ სიმპტომის გამოვლენის ბიოლოგიური მექანიზმები ბოლო დრომდე უცნობი იყო.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში ჩასახული უჯრედების ტიპი, რომლებიც ყველაზე დაუცველია SARS-COV-2 ვირუსის მიმართ.
როგორც გაირკვა, სენსორული ნეირონები, რომლებიც აფიქსირებენ და გადასცემენ სიგნალს ტვინს, არ იყო ამ ტიპის უჯრედებში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყნოსვითი სენსორული ნეირონები (ORNs) არ გამოხატავს ACE2 ცილის დაშიფვრის გენს, რომელსაც კორონავირუსი უკავშირდება, სხეულის უჯრედებში შეღწევისას.
მეცნიერების თქმით,ანოსმია, ანუ ყნოსვის დაკარგვა დროებითი მოვლენაა COVID-19 -ით დაავადებულ პაციენტებში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ დაავადებისას სუნი შეგრძნების დაკარგვა 27-ჯერ უფრო ხშირია,ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები