„პაემანი თეატრთან“ – სანდრო ნებიერიძისა და სანდრო გეგეჭკორის კონცერტი ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის ეზოში, გამოჩენილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის და ახალი თაობის ვირტუოზების: სანდრო ნებიერიძის და სანდრო გეგეჭკორის კონცერტი – „პაემანი თეატრთან“ გაიმართა. პიანისტებმა მსმენელს კლასიკური მუსიკის სამყაროში უმასპინძლეს.
ჭიათურის მერიის ინფორმაციით, შესრულდა მოცარტის, შოპენის, შუბერტის, ლაღიძის და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოები, ასევე იმპროვიზაცია ყანჩელის თემაზე.
საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები