კახეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 176 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამჟამად, კარანტინის 4 ლოკაციაზე 160 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში 34 პირია, მოიხსნა – 8 .
15 აგვისტოს აღებული და PCR ტესტირებისათვის 176 ნიმუში გაიგზავნა. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი ნეგატიურია.

კახეთის რეგიონში ჯამში აღებული და ტესტირებულია 13 059 ნიმუში, აქედან 4 788 მედპერსონალია, შშმ პირი – 605, ტრაილერის მძღოლი – 57, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი – 207, შსს-ის თანამშრომელი – 1667.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები