ნათია თურნავა: დამატებით ფრენების აღდგენა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული
“აღდგება თუ არა დამატებით რაიმე ფრენა, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, რომელიც ზოგადად იცვლება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფრენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირველ რიგში მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღებენ.
„თქვენ იცით, რომ აგვისტოში ჩვენ ნაწილობრივ აღვადგინეთ რეგულარული ფრენები. აღდგება თუ არა დამატებით რაიმე ფრენა, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, რომელიც ზოგადად იცვლება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თქვენ ხედავთ, რომ თითოეული გაუფრთხილებელი ნაბიჯი იწვევს პოტენციურად დიდ ზიანს, ჩვენ ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.