კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, იტალიაში ღამის კლუბები დაიკეტება

17 აგვისტოდან იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ღამის კლუბები დაიკეტება, – ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამასთან, ქვეყანაში ახალი შეზღუდვებიც ამოქმედდება. კერძოდ, 18:00-დან 06:00 საათამდე საჯარო სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება აუცილებელი გახდება.

ეს წესები იტალიაში 7 სექტემბრამდე იმოქმედებს. ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები