17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ფოიეში ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ ბრიფინგი გაიმართება

ორშაბათს, 17 აგვისტოს,  11:00 საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ფოიეში ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ ბრიფინგი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ტერიტორიულ რეზერვში მიღების დაწყების შესახებ ისაუბრებს და საზოგადოებას სარეზერვო სამხედრო სამსახურის პირობებს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები