ნიკოლოზ მჭედლიშვილი: “ნაცებმა” მარტო ომის დაწყება კი არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანეს

“ნაცებმა” მარტო ომის დაწყება კი არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანეს”,-ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დავით ბაქრაძის ინტერვიუს ვუყურე ახლა გუშინდელ “რუსთავი-2”-ის ეთერში
ირაკლი იმნაიშვილმა ფანტასტიურად წაიყვანა მთელი ინტერვიუ. ბაქრაძე კი უსუსტესი და ამორალური პოლიტიკოსია. ეს შთაბეჭდილება დამრჩა.
მან აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა, კასეტური ბომბების გამოყენება და სხვა.
პრაქტიკულად, “ნაცებმა” საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ოკუპაცია კი, ომის შედეგია. შესაბამისად, მარტო ომის დაწყება კი არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანეს.
თუმცა, საკმაოდ ვრელ ინტევიუში მან უამრავ სხვა თემაზე ისაუბრა, რომელიც მას პირადად და მაშინდელ სისტემას  უკიდურესად მძიმე ფერებში ხატავს…
დიდი თემაა ძაან, უფრო ვრცლად ორშაბათს დავწერ…”-წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები