ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია

პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში, “ფეისბუქის” პირად გვერდზე 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას აფასებს.
“დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია.
ამ “კომპრომისის” გარეშე ტერმინი “ოკუპაცია” არ იქნებოდა გამოყენებული? სხვანაირად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნებოდა აღიარებული? და ეს იყო მათი “წარმატებული საერთაშორისო პოლიტიკა” და საერთაშორისო კავშირები, რომლითაც დღესაც თავს იწონებენ?
ეს არის ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ახლა, როგორც არ უნდა სცადონ თავის მართლება, არ გამოვა, არ მართლდება საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არაფრით, მითუფრო მსგავსი “კომპრომისებით“, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეს საქართველოს”,-აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.
​ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები