ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები რეზერვისტების დამსაქმებლებს შეხვდნენ

ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ. სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრებს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტების შეკრებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დაესწრნენ.
ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში, რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს. სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ადგილზე 101-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფასაც“ დააგემოვნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები