“გაიაშვილი მთავრობისგან ელოდა დაუმსახურებელ პრეფერენციებს, რომელსაც სააკაშვილის და შევარდნაძის მმართველობაში აღწევდა, როგორც ჩანს, ქრთამის ფასად”,-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის “ლელოში” გაწევრიანებასთან დაკავშირებით წერს.
“უტრიალა, უტრიალა მთავრობას და ქრთამი რომ ვერავის მისცა, ადგა და წავიდა “ლელოში”, რომ როგორმე გაძვრეს პარლამენტში და მერე დაალობიროს თავისი ბიზნესი, რომლის სერვისზეც ლეგენდები დადის. მგზავრები, მოწამვლის შიშით საჭმელს ვერ ჭამენ, სამაგიეროდ – ფასები ლუფტჰანზას პირველ კლასს არ ჩამოუვარდება”,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებას ბიზნესმენი, ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა.