ბათუმში კარანტინში მყოფი პირი მე-4 სართულიდან გადახტა – შსს განცხადებას ავრცელებს

ბათუმში საკარანტინე სივრცეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც კარანტინში მყოფი პირი მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა, განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წელს ბათუმში, ერთერთ სასტუმროში საკარანტინე სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთერთ სასტუმროში, საკარანტინე სივრცის ერთ ნომერში.
ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.
​დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები