აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე – საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა”, – ამის შესახებ DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ ბოელერმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან მაღალი დონის თანამშრომლობისა არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ – ეკონომიკური მიმართულებითაც. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები