აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ ქვეყანაში უკვე 33 915 დადასტურებული შემთხვევაა.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 500 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, კლინიკებიდან სულ 31 269 პირია გაწერილი, 2 146 მკურნალობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები