ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 614 ნიმუშიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 614 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსზე ერთი დადებითია, ხოლო დანარჩენი  – უარყოფითი.

მათივე ცნობით, გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 410 ბიოლოგიური მასალა მესტიიდან იყო. რაც შეეხება დანარჩენ 204 გამოკვლეულს, 20 მათგანი “ცხელების ცენტრის” პაციენტია, 63 – მედპერსონალი, კარანტინიდან გადაყვანილი 70 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი 14 პირი, შსს-ს 15 თანამშრომელი, ბავშვთა სახლის 11 ბენეფიციარი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ათი ადამიანი და ერთი მძღოლი.

რეგიონიდან აღებული 204 ბიოლოგიური მასალიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები