ნავაზ-air – ლექცია არაგვის პირას

13 აგვისტოს, 18:00 საათზე, ზაფხულის სუფთა ჰაერზე, ისტორიული კოშკის ნანგრევების ფონზე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი თემაზე – „სახელმწიფო ლიტერატურაში“ ექსკლუზიურად  ლექციას წაიკითხავს.

„არაგვის სუფთა წყლის გვერდით, მოსაღამოვებულზე, DJ Cover ისე ხურდებოდეს, როგორც მსმენელს ეკადრება. სითამამისთვის ჩვენი ბარმენი უფასო კოქტეილებს არიგებდეს და  მწვადი იწვებოდეს ნელ ცეცხლზე და წალამზე, რომ არ გამოშრეს.

თანამედროვე ევროპული ქართული სოფელი ასე წარმოგვიდგენია და ყოველ წელს ასეც ვერთობით და შევიმეცნებთ.

ახლა ყველას გელოდებით, დასწრება სრულიად უფასოა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები