სამცხე-ჯავახეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 311 პროექტი განხორციელდა

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 311 პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4 453 603 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას მხარის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

“სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრა სასმელი წყლის, გზების, ხიდების, სპორტული მოედნების, გარე განათების სისტემების, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია. 105 სოფელში განხორციელდა წყლის სისტემების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 1 423 726 ლარი შეადგინა. 66 სოფელში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რაზეც 886 044 ლარი დაიხარჯა, ხოლო 33 სოფელში დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, რომლისთვისაც 483 216 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები