IRI: მოსახლეობის 79% პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის რეაგირებით კმაყოფილია

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% ძალიან კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით, 79% კმაყოფილია, ხოლო 38% მეტნაკლებად კმაყოფილია.

“კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში.

ამასთანავე, მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%), რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (91 %) და პრემიერმინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური”, – აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები