პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე: უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარებაა

“ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მსგავს კითხვას გავეცი პასუხი. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებსა და ბავშვებს, მაგრამ პირველი – უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ, პირველ ყოვლისა,  გვერდში დგომა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით,  სისხლის სამართლის ყველა საქმეზე  ჩატარდება სწრაფი, ეფექტური და სამართლიანი გამოძიება.
„გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება და ინსტრუმენტი გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარებაა. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება   სისხლის სამართლის იმ ყველა საქმეზე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები