შოტლანდიაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა – არიან დაშავებულები

შოტლანდიაში, სტოუნჰეივენთან სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ინფორმაციას ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიცია ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ კატასტროფის შედეგად არიან სერიოზულად დაშავებულები.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა მომხდარს “სერიოზული ინციდენტი” უწოდა.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი შესაძლოა, გადაუღებელი წვიმები გამხდარიყო.

LBC Radio-ს სოციალურ ქსელში ერთ დაღუპულზე ვრცელდება ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები