ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 148 დადასტურებული შემთხვევაა.
დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება 5-მა პაციენტმა შეძლო, სულ 50 გამოჯანმრთელებულია.
აღინიშნება, რომ ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 39 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა.