3000-მდე გამოკვლეულ მებაჟე-ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მონაცემებით, კორონავირუსზე (COVID-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში  3000-მდე მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა. უწყების ცნობით, კორონავირუსი არცერთ მათგანს, ამ ეტაპისთვის, არ დაუფიქსირდა.
“ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები COVID-19-ზე  უარყოფითია.
​უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, -ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები