ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან მესტიის სოფელ ლენჯერს მხოლოდ ერთი უკავშირდება

“დღეს დილით კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა იყო. ამ 14-დან სოფელ ლენჯერს, რომელთანაც ახალი კლასტერის შექმნაა დაკავშირებული, მხოლოდ 1 შემთხვევა უკავშირდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა ჯერ არ დასრულებულა.

„მთლიანად დღეს დილით იყო 14 ახალი შემთხვევა. ამ 14-დან სოფელ ლენჯერთან, ანუ სვანეთის სოფელში, რომელთანაც ახალი კლასტერის შექმნაა დაკავშირებული, იყო მხოლოდ 1 შემთხვევა  ანუ სულ ამჟამად ლენჯერიდან გვაქვს 17 შემთხვევა, საიდანაც 12 თვითონ სვანეთში მცხოვრებ ადამიანებს დაუდასტურდათ და 5 – მათ კონტაქტებს – თბილისში. მაგრამ ჯერ არ დასრულებულა გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ დილას გამთენიისას ჩამოვიდა, რადგან იქ მეწყერმა გზა გადაკეტა და ვერ მოხერხდა ნიმუშების ჩამოტანა ადრე, ალბათ, 3 საათის შემდეგ იქნება მათი პასუხები. ეს არის დაახლოებით 400-მდე კვლევა, რომელთა დიდი ნაწილი ქუთაისში ტარდება და ასევე ნაწილი ზუგდიდში გაკეთდება. გუშინ იქ მუშაობდა 5 ბრიგადა, დღეს დაემატა კიდევ და, ჯამურად, არის – 14, თუ არ ვცდები. დამატებით დღეს მიმდინარეობს კვლევები და, როგორც მითხრეს, 1000-მდე ნიმუშს დღეს კიდევ ავიღებთ და ჩამოტანილი იქნება ზუგდიდსა და ქუთაისში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები