მესტიისკენ მიმავალ გზაზე „შავ ღელესთან“ ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეზღუდვა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები