თორნიკე რიჟვაძე კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, დაესუ ჩანგს შეხვდა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, დაესუ ჩანგს შეხვდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

“თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა დეასუ ჩუნგს აჭარაში ვიზიტისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დადებით დინამიკას ეკონომიკის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სფეროებში.

დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მზარდ დინამიკაზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ დონეზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის მხარეს  არსებული პანდემიის პერიოდში საქართველოს მხარდაჭერისთვის.  დადებით კონტექსტში შეფასდა  საქართველოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრაზე ბატონმა ჩანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კორეის რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ატაშე ბაიონ სენგვუ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები