ეკატერინე ტიკარაძე: განათლების სამინისტროს სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით დეტალური გაიდლაინები აქვს

“ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ საქართველოში სწავლა უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით დეტალური გაიდლაინები აქვს.
„სწავლასთან დაკავშირებით რეგულაციებთან მიმართებაში იცით, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ინტენსიური სამუშაო პროცესი უკვე გაიმართა. მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან და უკვე ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები