10 აგვისტო ზურაბ ყიფშიძის დაბადების დღეა

1953 წლის 10 აგვისტოს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე დაიბადა.მას 67 წელი შეუსრულდა.

1970 – 1971წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნო).

1976 წლიდან არის კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: „როცა აყვავდა ნუში”, „სურამის ციხე”, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!”, „ნეილონის ნაძვის ხე”, „დონ კიხოტი”, „მარტოხელა მონადირე”, „წუთისოფელი”, „ამბავი სურამის ციხისა” და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება”, „ჩვენი პატარა ქალაქი”, „მამა”, „ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვ.
1997 წელს მიიღო   რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი “Ника”, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები