პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი, ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები