საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 4-ით გაიზარდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი სულ 1000-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.