ყვარლის მერმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი თვიმმართველობის წარმონადგენლებთან ერთად აგვისტოს ომის გმირების  ხსოვნას პატივი მიაგო.
“2008 წლის აგვისტოს ომოდან 12 წელი გავიდა!
რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტიდან:
პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი – შილდიდან, ილია შავერდაშვილი – ენისლიდან, ზურაბ ტურაშვილი – ალმატიდან, გელა მებაღიშვილი – გავაზიდან.
მათ სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი გვიჩვენეს და ქედს ვიხრით თითოეულის წინაშე! ეს იყო ყველაზე მძიმე დღეები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში! “,- განაცხადა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები