გიორგი გახარია: დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მზადაა ნატო-ს წევრობისთვის და პარტნიორებიც ხედავენ.
„ადამ კინზინგერის განცხადებას ვაფასებ შემდეგნაირად: მიუხედავად, აი ამ ვაკხანალიისა, ბრალდებისა,  მიუხედავად კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითად მიმართულებებზე. ეს არის: ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი.
ამ მიმართულებით როგორი სპეკულირებაც არ უნდა გააგრძელონ, საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს. სწორედ ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ. ეს არის პროცესი, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობა”, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისათვის, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები