“რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე არის ჩვენს მხარეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვინც დევნილობაში არიან, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები, დაკარგეს სახლები და თავის კუთხეა, თავის მშობლიურ მხარეებს მოწყვეტილნი არიან. დღეს, რასაკვირველია, არის ძალიან სევდიანი დღე საქართველოს ისტორიაში, თუმცა ამავე დროს, ჩვენ გვეამაყება, რომ გვყავს გმირები, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.