მიხეილ რამიშვილი: პროკურატურაში წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ფედერალური ბიუროს მოთხოვნის თაობაზე განცხადება გადაგზავნილია

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში წარუდგინეს დოკუმენტები, რომ საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვის შესახებ მოთხოვნაზე, განცხადება გადაგზავნილია.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს.

„წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ გადაგზავნილია უკვე მოთხოვნები და ჩართულობა იქნება. თუმცა ეს გარკვეულ დროსთან იქნება დაკავშირებული. რადგანაც ეს გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საფუძველი იქნება სიმშვიდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ. მოვითხოვეთ, რომ დაჩქარებული წესით მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, სადიაგნოსტიკო, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება. გენერალურმა პროკურორმა ბრძანა, რომ გამოძიების ერთი ვერსიით მუშაობა არაა მისაღები ფორმა. არ შეიძლება მარტო ერთი ვერსიით მუშაობა და ასეთი ფორმით ამდაგვარი ინფორმაციის გავრცელება. როგორც ზემდგომ პროკურორს, ამაზე ექნებათ მსჯელობა”,-განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები