ზაალ ანჯაფარიძე: ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ – წესით, ეს ნაბიჯი „ფრონტერას” უნდა გადაედგა

„ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ – წესით, ეს ნაბიჯი თავად კომპანია „ფრონტერას” უნდა გადაედგა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად „ფრონტერას” ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადად 1200-ლარიანი დახმარება გაიცემა.

„ისე, ნამდვილად გაგიჩნდება ადამიანს კითხვა, რატომ უნდა ელოლიავო თაღლით კომპანიას მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკულია? ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ, ეს, რა თქმა უნდა, შეღავათია “ფრონტერას” თანამშრომლებისთვის. წესით, ეს ნაბიჯი თავად კომპანიას უნდა გადაედგა იმის მერე, რაც მან საკუთარ ქართველ თანამშრომლებს გაუკეთა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები