თამაკონში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაოები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სულ გამოიყო 44 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.
ამ დროისთვის, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
▶ თამაკონი – მილხიდისა და გაბიონის მოწყობა;
▶ თამაკონი – გზის მოხრეშვა;
▶ თარგამეული – წყალამრიდი ფრთებისა და გადასასვლელის მოწყობა;
▶ პირველი ნამიკოლაო – წყალამრიდი ფრთებისა და მილხიდის მოწყობა;
▶ პირველი ნამიკოლაო – არსებული მილხიდის რეაბილიტაცია და გზის მოხრეშვა;
▶ პირველი ნამიკოლაო – ხვიჩიების უბანში გზის მოხრეშვა;
თარგამეულში ცენტრალურ გზაზე მილხიდს მოწყობა, ცხაურის მოწყობა, სანიაღვრე არხის გაჭრა და გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულებულია.
უახლოეს დღეებში თამანკონსა და პირველ ნამიკოლაოში გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები