რომან კაკულია: კარგია, რომ The Heritage Foundation-ის სტატიაში საუბარია საქართველოს წვლილზე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში

“კარგია, რომ სტატიაში საუბარია საქართველოს წვლილზე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ The Heritage Foundation-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი სტატია და მასში ხაზგასმითაა საუბარი როგორც საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ასევე – ორმხრივ ინტერესებზე.

„The Heritage Foundation-ში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრობს. ძალიან კარგია, რომ იქ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და საუბარია ორმხრივ ინტერესებზე, რაც ყოველთვის აკლდა ამ საუბრებსა და შეფასებებს. ორმხრივი ინტერესებეი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოწვევები, მხოლოდ ასე შედგება ჩვენი ორმხრიივი ურთიეთობა.

კარგია, რომ საუბარია საქართველოს წვლილზე, მინიშნებაა, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გაღრმავება, რაც არის კიდეც საბოლოოდ „ქართული ოცნების” მთავარი გზავნილი, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას”, – განაცხადა რომან კაკულიამ.​

ცნობისთვის, The Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „მეტი დემოკრატია და ღია ბაზრები საქართველოს წინსვლის გზაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები