აშშ-ში კორონავირუსის 57 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში “კოვიდ19”-ის 57 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 4 771 846 ინფიცირებულია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 1 399 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 156 839 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება სულ 1 528 979-მა პირმა შეძლო.

რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას, რომელიც ყოველ წუთს იცვლება – ამჟამად 18 566 769 დადასტურებული შემთხვევა, 701 278 პირი გარდაიცვალა, ხოლო 11 160 547 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები