სიმონ კრიხელის ფილმის ჩვენება

5 აგვისტოს, 18:00 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით, სიმონ კრიხელის ფილმის – „Марка в честь раввина Хволеса“ ონლაინჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი ნიუ-იორკის ქართველ ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო გაერთიანება „თარბუთის“ წევრთა შემოქმედებაა, რაბი აბრაჰამ ხვოლესის ხსოვნას და საქართველოში მისი გამოსახულებით საფოსტო მარკის გამოცემას მიეძღვნა.
რაბი აბრაჰამ ხვოლესი (1854 – 1931) საქართველოში სასულიერო-საგანმანათლებლო მისიით ლიტვიდან ჩამოსახლდა მე-19 საუკუნის ბოლოს და ცხინვალში დაფუძნდა. ცნობილი რაბი სპექტორის ყოფილი თალმიდი, ცხინვალის ებრაული თემის ჭეშმარიტ სულიერ ხელმძღვანელად და მასწავლებლად იქცა; მთელ საქართველოში, მრავალრიცხოვან თალმიდებში, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ისრაელში ამოსულმა ცხინვალის მადლიერმა ჯამაათმა კირიათ შარეთში აგებულ ქართველ ებრაელთა პირველ სალოცავს რაბი ხვოლესის სახელი მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები