მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან სამზე ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან  4-ის წყარო გაჩიანია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალია, 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია, სამზე ეპიდკვლევა გრძელდება წყაროსა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისის თვეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მთლიანობაში 240 იყო, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა – 144.

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.

15 ახალი შემთხვევიდან  4-ის წყარო გაჩიანია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი სამედიცინო პერსონალია, 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია, სამზე ეპიდკვლევა გრძელდება წყაროსა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით.

ივლისის თვეში ახალი შემთხვევების რაოდენობა მთლიანობაში  240 იყო, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 144. 1 აგვისტოდან დღემდე ახალი შემთხვევები – 26 გვყავს, ხოლო გამოჯანმრთელებულები 27.

სატვირთო ავტომანქანის მძღოლების პირველი დადასტურებული შემთხვევიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით რაოდენობა 103 გახლავთ, მათ შორის, 66 შემთხვევა ივლისის თვეშია დადასტურებული.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს – გვყავს 40 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა, აქედან სამი გაჩიანის წყაროა, ერთი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთი საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს გაფართოებული კვლევები ჩაუტარდებათ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები